თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან - Palitra News

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

2019-07-01 12:54:00+04:00

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ პალიტრანიუსს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაჭრილებს შორის არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. დაღუპულია 10 ადმიანი, დაჭრილილთა რაოდენობა კი 70-ს აღწევს.

თვითმხილველების ტქმით აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაფიქსირდა ორმხრივი სროლა. ტერაქტზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.