აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობა შეისწავლა. მომზადებული ანგარიშის საფუძველზე სამინისტროში გარკვეული დარღვევები გამოვლინდა. აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებში აღნიშნულია, რომ სამინისტროში, ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციები არასრულყოფილად ტარდება და მათ შედეგებზე არ ხორციელდება შესაბამისი რეაგირება. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ბრალდებებს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ უკვე შემუშავებული აქვს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა და უმოკლეს დროში ეცდებიან აღმოფხვრან უზუსტობები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წელს უწყება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.