ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.