თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორსა და სენაკში როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებსა და დევნილ მოქალაქეებს საკუთრებაში 5000-მდე ბინა გადაეცემა.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც ბევრ პრობლემას წარმოშობდა.
ღარიბაშვილის თქმით, 5000-მდე ოჯახს ფართების საკუთრებაში გადაცემით საშუალება მიეცემათ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამხანაგობის პროგრამებით მოაგვარონ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა, შეაკეთონ სახურავი, ინფრასტრუქტურა და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები.
უკვე ცნობილია რომ ბინების განაწილების საკითხს სპეციალური კომისია დაარეგულირებს.