თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ ბინათმშენებლობის ე.წ. "ამხანაგობაში" გასაწევრიანებლად, ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა აპრილში დაიწყება. ახალი შემოთავაზებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ისარგებლებს.