თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით თავდაცვის სამინისტრომ 29 მილიონი ლარით ნაკლები საწვავი მოიხმარა. კერძოდ, თუ 2012 წელს თავდაცვის სამინისტრო საწვავში 38 მილიონს ხარჯავდა, 2017 წელს ხარჯი მხოლოდ - 9 მილიონი ლარი იყო. ამასთან, როგორც იზორიამ აღნიშნა, თანხების ოპტიმიზაციის ფარგლებში, 50 ავტომობილი გადავიდა ავტოპარკზე და თანამდებობის პირები ამ ავტომობილებით მორიგეობით სარგებლობენ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯები თანხების რაციონალურად განაწილებას ითვალისწინებს.