საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურის გადაყვანის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე სამხედროები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან.
კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.