თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვირუსი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოკვლეულია, ისინი თვითიზლაციაში არიან და პისიარ ტესტის პასუხებს ელოდებიან.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინე ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა.