თავდაცვის სამინისტრო 8 ჯარისკაცის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს - Palitra News

თავდაცვის სამინისტრო 8 ჯარისკაცის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

2020-04-21 10:32:29+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 8 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ეს არის დეზინფორმაცია და სიცრუე", - განუცხადეს “პალიტრანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში მყოფ 40-ი სამხედრო მოსამსახურიდან 8 ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა და ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.