აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილიც იმყოფებოდა.
1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.