07:08
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თავდაცვის მინისტრმა სპორტული ტექნიკა დაათვალიერა
24-09-2020

თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს პირადად გაეცნო. უწყების წარმომადგენლებმა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს. ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.

თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილებიც დაათვალიერა. სამინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

AutoPlay
სერგი კაპანაძე - ჩამონგრეული და ჩაფლავებული "ქართული ოცნება" ყველაფერს იკადრებს, რათა რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, რეკომენდაციებით მიმართავს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერებაა - ჯანდაცვის სამინისტრო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
შსს-მ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით "წითელ ზონაში" გადავაბიჯეთ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები