05:45
6 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
14-07-2020

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვასაც დაესწრო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში 21 წლის ასაკიდან მსახურობდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეც. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ქაქუცა პარტიზანულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და წითელი არმიის წინააღმდეგ შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც ის 1930 წელს გარდაიცვალა.

2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში გადმოასვენეს და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

AutoPlay
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს, თუკი კორონავირუსის ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია არ შემცირდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას ლიბანში აფეთქების გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებენ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 139 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები