საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდნენ.