თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს სწავლების დაწყება მიულოცა - Palitra News

თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს სწავლების დაწყება მიულოცა

2019-05-10 12:56:58+04:00

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ოფიციალურად ჩართვის ცერემონიალზე სწავლების დაწყება მიულოცა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, გარკვეული ძალები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, როდესაც ნატოსა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. მისივე განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა ქართველი ხალხის არჩევანი, საქართველოს დაცულობისა და თავისუფლების გარანტია.