საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად ემზადებიან.
მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად, "ამოცანის რეპეტიციის წვრთნის" საჩვენებელ დღეს დაესწრო. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიარა. საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.