საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძე მთაწმინდის პარკში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და პარკის ატრაქციონებით ისარგებლეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საჩუქრად სავაჭრო ცენტრის ვაუჩერები გადასცა.