თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. 13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.