თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი პირველ კლასში პირადად მიიყვანა .ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა. მინისტრმა დაღუპული სამხედროს შვილი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქარებით მიულოცა და წარმატებები უსურვა. პარალელურად, დღეს პირველ კლასში საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ.