საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს უმასპინძლა. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. დასასრულს ლევან იზორიამ ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის ძალების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.