ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაზე სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სახალისო თამაშებიც გაიმართა.