თავდაცვის მინისტრი ავღანეთსა და აფრიკაში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ვიდეოკონფერენციით ესაუბრა - Palitra News

თავდაცვის მინისტრი ავღანეთსა და აფრიკაში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ვიდეოკონფერენციით ესაუბრა

2019-09-12 11:05:08+04:00

თავდაცვის მინისტრი ავღანეთსა და აფრიკაში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ვიდეოკონფერენციით ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით იგი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. მინისტრმა სამხედროებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის მეგობარი იქნება. მისივე თქმით ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და მათ კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ ემსახურონ სამშობლოს.

ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ.