თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზება და განახლება დაიწყო - Palitra News

თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზება და განახლება დაიწყო

2020-07-24 13:09:06+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით დაიწყო. უახლოეს პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ეყოლება.

თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს - Su-25 ტიპის თვითმფრინავებსა და Mi-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.