"თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მარტივდება ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებიც. მინისტრის ინფორმაციით, შესაბამისი საბუთების წარდგენა არა ერთ, არამედ ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ადრე მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა ჩვენ მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. განაცხადა ლევან იზორიამ.