საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სენაკში, II ქვეით ბრიგადაში დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული კომპლექსი მოინახულა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. მას ერთდროულად 50 სამხედრო მოსამსახურის მიღება შეუძლია.
ლევან იზორიამ ბაზაზე არსებული კალათბურთის დარბაზი და საცურაო აუზიც დაათვალიერა, სადაც თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილები უფასოდ ვარჯიშობენ.