თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები კაპიტალურად გარემონტდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. წელს პირველად, ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად აღდგება და გარემონტდება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო შვეულმფრენები, რომლებიც შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზიდან თბილისის საავიაციო ქარხანაში უკვე განთავსდა. კაპიტალური რემონტი 5 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენს ჩაუტარდება. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ.