ირანის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი თავდამსხმელი. როგორც ცნობილი გახდა, ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, ასევე იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.