თეირანში ერთ-ერთ მეტროსადგურში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. თავდამსხმელმა ჯერ სასულიერო პირი დაჭრა, რის შემდეგაც თავს კიდევ სამ ადამიანს დაესხა, რომლებმაც სასულიერო პირის დახმარება სცადეს. შეიარაღებულ მამაკაცს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით თავდამსხმელი 40 წლის მამაკაცი იყო. ამ დროისთვის მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.