არასამთავრობო ორგანიზაციის ორ წევრზე თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტი ჟინვალის ტერიტორიაზე მოხდა. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მისი შტაბიდან გასვლის შემდეგ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რის შემდეგაც ავტომობილი დაუწვეს. მეჭიაურის თქმით, სწორედ მახარე სისაური იყო მისი წარმომადგენელი იმ სადავო უბანზე, სადაც ბიულეტენების ხელახალი გადათვლა მოხდა. ჟინვალის ტერიტორიაზე გვიან ღამით იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.