კონსტანტინე ჩოლოყაშვილიც იმ სწავლულთა რიგებში იყო, რომელმაც განათლება უცხოეთში მიიღო და სამშობლოში დაბრუნებული, ქვეყანას უნდა გამოდგომოდა. კახელ თავადს, ჯერ გვარიშვილობა, მერე უცხოეთში მიღებული განათლება და ბოლოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბიძაშვილობა არ აპატიეს.