მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტატუირებულ კანზე გაცილებით ნაკლები ოფლი გამოიყოფა. გარდა ამისა, ის მეტ ნატრიუმს შეიცავს. ტატუირებისას მელანი კანქვეშ 3-5 მმ-ის სიღრმეზე თავსდება. იგივე სიღრმეზეა საოფლე ჯირკვლებიც. ოფლის გამოყოფა აუცილებელია სხეულის ტემპერატურის რეგულაციისთვის. გადახურებამ შეიძლება სითბური დარტყმა გამოიწვიოს.მკვლევარებმა შეისწავლეს 10 მოხალისეს კანის მინიმუმ 5 სმ სიგანის ტატუირებული უბანი. სპეცილისტებმა დაადგინეს, რომ კანის ტატუირებულ უბანზე ნაკლები ოფლი აღმოჩნდა და ნატრიუმის კონცენტრაციაც მასში მეტი იყო. მკვლევარები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ რამდენად მოქმედებს ეს ჯანმრთელობაზე, თუმცა, მათი აზრით, ტატუმ შესაძლებელია თერმორეგულაციის პრობლემები გამოიწვიოს.კოპენჰანგენის უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ტატუ მავნებელია. საშიშროებას წარმოადგენს ტატუს საღებავები, რომელთაც მრავალი დაავადების პროვოცირება შეუძლიათ. საღებავები შეიცავს ვერცხლისწყალს და კობალტს .21 პოპულარული სახეობის საღებავის ანალიზით, ტოქსიური ნივთიერებები 13-ში აღმოჩნდა.