მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი, რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია. აღნიშნულ ტატუს შეუძლია კიბო გამოავლინოს ჯერ კიდევ იმ სტადიაზე, როდესაც ძირითადი სიმპტომები არ არის გამოხატული, ან კიდევ გამოხატულია სისუსტე და ანორექსია, სპეციფიკური ნიშნების გარეშე.როგორც ცნობილია, მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და ფილტვის კიბო განაპირობებს კალციუმის მომატებულ შემცველობას ორგანიზმში. ამიტომაც სპეციალისტებმა სწორედ ამ ელემენტის მაჩვენებელზე დაკვირვება გადაწყვიტეს. შექმნეს უჯრედები, რომლებშიც კალციუმის დონის ხანგრძლივად მომატების შემთხვევაში აქტიურდება კალციუმ-მგრძნობიარე რეცეპტორები,რომელიც ააქტივებს ფერმენტს და ასტიმულირებს მელანინის სინთეზს. აქედან გამომდინარე კანის უბანი შესაბამის ადგილზე მუქდება. ტატუს შეუძლია კიბო ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს, ბევრად ადრე, პათოლოგიის სპეციფიური სიმპტომების გამოვლენამდე. სპეციალისტები აცხადებენ, რომ გამუქებული უბნის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. ტატუირების ახალმა მეთოდმა ტესტირება გაიარა ვირთაგვებზე. ის ჯერ კიდევ პროტოტიპის სახით არსებობს.