კვენტინ ტარანტინო ცნობილი ფილმის „მოკალი ბილის“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. ტარანტინოს განმარტებით, მესამე ნაწილის გადაღებაზე მუშაობას არანაკლებ 3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება.
„მოკალი ბილის“ პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.