11:17
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტანზანიის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა
18-03-2021

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მაგუფული დარ ეს სალამის საავადმყოფოში, გულის დაავადებისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ვრცელდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ჯონ პომბე მაგუფული კორონავირუსის მიმართ სკეპიციზმით გამოირჩეოდა. ერთხელ მან განაცხადა, რომ კორონავირუსზე გამოსაკვლევად ფარულად პაპაიასა და თხის ნიმუშები გაგზავნა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტანზანიამ შეწყვიტა კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკის გამოქვეყნება.

ამასთან, პრეზიდენტი მაგუფული ტანზანიაში „ლოქდაუნის“ გამოცხადების წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ქვეყანა ბიზნესისთვის ღია დარჩებოდა.

AutoPlay
სანზონაში 17 წლის ბიჭი მოკლეს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ეს სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა... - ლიზა იასკო
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნას გეგმავს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები