თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილი მერის მიმართ პირველ ინსტანციაში განაჩენი უკვე დამდგარია, ამჯერად სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს. საქმე გიგი უგულავას მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება. აღნიშნული საქმიდან გამომდინარე, გიგი უგულავას ადვოკატებს სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც მითვისება-გაფლანგვას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული