სტრესი სამსახურში - გავრცელებული პრობლემაა, რომელიც არა ერთ თანამშრომელზე აისახება და თითქმის ყველა სფეროს ეხება. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადახვა კომპანიებმა შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს თანამშრომლებს სტრესის დაძლევაში.იმ ადამიანებს, რომლებსაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ და მუშაობენ სტრესულ გარემოში, ძაღლი თერაპევტები დაეხმარებიან. თერაპევტი ძაღლი შეუცვლელი დამხმარეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ჯგუფებთან მუშაობს. იგი კარგად ართმევს თავს სამუშაოს კლინიკაში ან განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ ცენტრში. გარდა ამისა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, გამოცდების დროს, სტუდენტებს ფსიქოლოგიურად ეხმარება.