საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს სპეციალური კომისია შეამოწმებს. დადგენილების თანახმად, დეკლარაციების კანონთან შესაბამისობას და სიზუსტეს 5-კაციანი კომისია შეამოწმებს, რომლებიც ყოველწლიურად შეიქმნება. კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის სამი და აკადემიური წრეების ორი წარმომადგენელი შევა. დეკლარაციების შერჩევა მოხდება რამდენიმე პრინციპით: შემთხვევითი შერჩევა, დასაბუთებული წერილობითი განცხადება.