05:27
28 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რომელი თანამდებობის პასუხიმგებელი პირები გათავისუფლდნენ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე - შს მინისტრის საგანგებო ბრიფინგი
20-07-2017

სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააჟღერა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირების გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ საქმეზე ნებისმიერი შეკითხვა გამოირიცხოს.

„მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

ჩვენ როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


AutoPlay
თბილისში "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საბერძნეთში რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
კახა კალაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საბჭოში რუსეთის დელეგაციის მანდატი გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები