თუ კაცობრიობა მზის სისტემის სხვა პლანეტების კოლონიზაციას გეგმავს, მაშინ ის კოსმოსში გამრავლებასაც უნდა მიეჩვიოს. მაგრამ იქამდე იმის გარკვევაა აუცილებელი, როგორ ზემოქმედებს კოსმოსური გარემო ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე. ნიდერლანდების ტექნოლოგიურმა კომპანია SpaceLife Origin-მა მიზნად სწორედ ამის გარკვევა დაისახა. კომპანიის მკვლევარები მოხალისე ქალებს ეძებენ, რომლებიც დედამიწის ფარგლებს მიღმა მშობიარობაზე დათანხმდებიან. ექსპერიმენტის ჩატარებას 2024 წელს გეგმავენ. თუ მეცნიერებმა ყველაფერი ის გამოუვათ როგორც გეგმავენ, შესაძლოა გაჩნდეს ისტორიაში პირველი არადედამიწელი ადამიანი. მოცემული მომენტისთვის კომპანია "ემბრიონებისთვის კოსმოსური ინკუბატორების" შემუშავებაზე მუშაობს. გეგმავენ, რომ მოწყობილობაში მოათავსონ ადამიანის სპერმა და კვერცხუჯრედი და კოსმოსში 2021 წელს გაგზავნონ. კოსმოსში მოხვედრისას კვერცხუჯრედები უკვე განაყოფიერებული იქნება, რის შემდეგაც ემბრიონის განვითარება დაიწყება. ამის შემდეგ ინკუბატორიანი აპარატი დედამიწაზე დაბრუნდება, რის შემდეგადაც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს ხელოვნურად მოათავსებენ მოხალისე ქალის საშვილოსნოში. პირველი ექსპერიმენტის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კომპანია გეგმავს ორსული ქალი ორბიტაზე გაუშვას, რათა მან პირველი ბავშვი დედამიწის ფარგლებს მიღმა გააჩინოს.