"თანაინვესტირების ფონდმა" და "ჰანიველ პარტნერსმა" ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს საკონტროლო წილის 50% იყიდეს. თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდება კასპის ქარხნის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის პროექტი, ასევე დაგეგმილია ბეტონის წარმოების გაფართოება და ორი ახალი აგრეგატის ქარხნის მშენებლობა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ დოლარს შეადგენს. "ჰანიველ პარტნერსი" კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვის საერთაშორისო კომპანიაა. საქართველოში „ჰანიველი“ ფლობს წილს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: "ლიბერთი ბანკში""მაგთიკომში", "ბორჯომში", ტელეკომპანია "იმედისა" და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.