"თანაინვესტირების" ფონდის ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. "თანაინვესტირების ფონდში" აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ამასთან, მათივე ცნობით, ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება კონტაქტებს, თანაინვესტირების ფონდში აღნიშნავენ, რომ დირექტორს ვირუსი თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელისგან არ გადადებია და პირველწყარო დამოუკიდებელი პირია, რომელსაც თავის მხრივ შეხება ჰქონდა უცხოელებთან.