საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა გამომძიებლებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით დღეს დღის მეორე ნახევარში პროკურატურას მიმართავს.
როგორც პალიტრანიუსს ლუკავამ განუცხადა, დაზარალებულის დაცვა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს და გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ.
ცნობისთვის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. თოდაძე კი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.