ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება - ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, - ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.
მანვე აღნიშნა, რომ მოითხოვს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პატიმრობასა და დეპუტატის მანდატის შეჩერებას საკრებულოში.
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.