საბერძნეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ MAD Video Music Awards-2021-ის პრემიის ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას თავის საყვარელ შემსრულებლებს, სიმღერებსა და ვიდეოკლიპებს. ქართველმა მომღერალმა გაიმარჯვა კატეგორიაში MAD Radio Award კლიპისთვის, რომელიც სიმღერაზე Den Eisai Edo არის გადაღებული.
თამთამ მუსიკალური კარიერა 22 წლის ასაკში დაიწყო. მან 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ვოკალურ შოუში Super Idol Greece, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მაშინვე გამოუშვა სინგლი ბერძენ მომღერალ სტავროს კონსტანტინუსთან ერთად. სიმღერა ქვეყნის რადიოსადგურების ჰიტად იქცა.