თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დღგ-სგან და ასევე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება. ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. მათი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას.