თამბაქოს მწარმოებელი ზოგიერთი ადგილობრივი კომპანია წარმოების შემცირებაზე საუბრობს. ამის მიზეზად კი იმპორტიორი კომპანიების დემპინგური ფასებით ოპერირებას ასახელებს. როგორც „თბილისის თამბაქოს“ დირექტორმა ზვიად მუკბანიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 2 წელში მათი წილი ბაზარზე 35%-დან 6%-მდე შემცირდა.