საქართველოში შესაძლოა, ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირება შეიზღუდოს. შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირებას გეგმავს.დოკუმენტის მიხედვით, შეიზღუდება ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციისა და დისტრიბუციის ადგილები. შეიზღუდება ალკოჰოლურ სასმელებზე ფასდაკლებები, საჭიროების შემთხვევაში კი, ალკოჰოლურ სასმელებზე მინიმალური ფასი დაწესდება.ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, სისხლში ალკოჰოლის დასაშვები შემცველობის ლიმიტის შემცირება იგეგმება, ხოლო შეძენასა და მოხმარებაზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარი წესდება.