ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადად რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს. აღნიშნული ინიციატივით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს მაღაზიათა ასოციაციამ მიმართა. ასოციაციის წინადადების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ისე, რომ იგი შესაბამისი ობიექტის გარედან ხილვადი იყოს პირველ ჯერზე გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში პირის 500 ლარით დაჯარიმებას უნდა იწვევდეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით - პირველ ჯერზე 2 ათასი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 4 ათასლარიანი ჯარიმით ისჯება.