თამბაქოს მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. ამის შესახებ არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2016 წელს ჩატარდა. ანალოგიური კვლევა 2010 წელსაც ჩატარდა. 2016 წლის მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით, თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა პროცენტი მამაკაცებში 55.5%-დან 59.2%-მდე, ხოლო ქალებში 4.8%-დან 7.3%-მდე არის გაზრდილი.
ამასთან, კვლევის თანახმად, თამბაქოს საქართველოში მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი - 31% მოიხმარს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. სამიზნე პოპულაცია 18-69 წლის მოზრდილი მოსახლეობა იყო. კვლევაში მონაწილეობა 5 554 ადამიანმა მიიღო.