ჭადრაკი - თამაშებს შორის, ჭადრაკი ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები ორგანულადა არის შერწყმული. ის ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების და კონცენტრაციის განვითარებას. გამარჯვებისაკენ სწრაფვა მოთამშეში აყალიბებს და ავლენს პიროვნების ხასიათის ინდივიდუალურ თავისებურებებს. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი თანაბარი რაოდენობის ფიგურებით და მხოლოდ ლოგიკისა და სტრატეგიის საფუძველზე იმარჯვებს რომელიმე მათგანი, ძალიან იშიათ შემთხვევაში, თუმცა თამაში ყაიმითაც მთავრდება.