ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას თქმითწელს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელება გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუხდა.
როგორც ჟვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობდა კამპანიური ხასიათის ზეწოლა, უწყვეტ რეჟიმში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის არჩევნების შედეგები და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა.
ახლა დროებითი სამანდატო კომისია წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდება.